სტივ ჯობსი და სანომრე ნიშნები

5ead833119984f93fedfb82981b

ძალიან არ უყვარდა ცხონებულ სტივ ჯობს სანომრენიშნიანი მანქანები! კალიფორნიის შტატის კანონებით, ახალი ავტომობილის მფლობელს 6 თვე ეძლევა სანომრე ნიშნის დასაყენებლად. ჰოდა ბატონმა სტივმაც მოილაპარაკა ერთ-ერთ ავტოსალონთან, საიდანაც ყოველ 6 თვეში ერთხელ გამოყავდა ახალთ-ახალი, მისი საყვარელი  Mersedes-Benz SL 55 AMG, ხოლო ძველს უკან აბრუნებდა! ამით, ის არც კანონს არღვევდა და თავის „ხუშტურსაც“ ისრულებდა…  და თურმე ავტოსალონიც ძალიან კმაყოფილი იყო, რადგან სტივ ჯობსის ნაქონი ავტომობილები დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ!