როგორ ფასდება ბრილიანტები?

Round cut diamonds on black

პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ბრილიანტი ეწოდება ალმასის მინერალს, რომელიც დაწახნაგებულია გარკვეული პარამეტრებით. ის უნდა იყოს მრგვალი და გააჩნდეს 57 წახნაგი.

 

 

 

cut-chart

 

როგორ და რა კრიტერიუმებით ფასდება ბრილიანტი (ალმასი), რას ექცევა განსაკუთრებული ყურადღება და რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის რომ მოტყუებული არ დავრჩეთ?

ერთ მარტივ ხერხს გასწავლით! დაიმახსოვრეთ 4C. ეს არის Cut, Color, Clarity, and Carat weight. ანუ: დაწახნაგება, ფერი, სისუფთავე და წონა. მხოლოდ ეს 4 პარამეტრი განსაზღვრავს ბრილიანტის (და რა თქმა უნდა სხვა დაწახნაგების ალმასების) ღირებულებას და სხვა არაფერი!

უნდა იცოდეთ, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი ქვეყნიდან არის ქვა (ალბათ ხშირად გაგიგიათ – “ეს რუსულია და ამიტომ კარგია”). ალმასების მოპოვების, მათი დამუშავების და რეალიზაციის მსოფლიო ინდუსტრია საკმაოდ სპეციფიურია. იგივე რუსეთში თქვენ შეიძლება შეიძინოთ ბრილიანტი, რომელიც შეიძლება სამხრეთ აფრიკაში იყოს მოპოვებული, ან ეგვიპტეში იყიდოთ იაკუტიაში მოპოვებული ალმასისგან დაწახნაგებული ქვა.

ასე რომ დაიმახსოვრეთ 4C,  4პარამეტრი, რომელიც განსაზღვრავს ალმასის ღირებულებას!

მოგვიანებით ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული პარამეტრი.