ლალი და საფირონი ერთიდაიგივე მინერალია

ლალი და საფირონი

ალბათ ბევრმა არ იცის რომ ლალი და საფირონი ერთიდაიგივე მინერალია. მათ მხოლოდ ფერი განასხვავებს, რაც აქცესორული მინერალებით არის გამოწვეული. საფირონში TI (ტიტანი) და FE (რკინა), ხოლო ლალში – Cr (ქრომი).

თავად საფირონი გახლავთ მინერალი კორუნდი (ალუმინის ოქსიდი)  Al2O3. მინერალოგიაში საფირონი, მხოლოდ ლურჯი ფერის კორუნდებს ეწოდება. რაც შეეხება საიუველირო დარგში – გარდა ლალისა, ყველა სხვა ფერის კორუნდი (მათ შორის უფერო ლეიკოსაფირი), საფირონად მოიხსენიება.

ხელოვნური ლალი პირველად 1904 წელს ლაბორატორიულ პირობებში გამოზარდა ფრანგმა ფიზიკოსმა Auguste Verneuil. ამ მეთოდს დღესაც ვერნეილის მეთოდი ეწოდება. ხელოვნურ ლალს (იგივე კორუნდს) ფართოდ გამოიყენებენ საათების და საიუველირო წარმოებაში, ასევე კვანტურ ელექტრონიკაში და სხვ.